LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 სექტემბრიდან მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება ახალი სტანდარტით მოხდება

125

1 სექტემბრიდან მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება მხოლოდ ახალი სტანდარტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოხდება.

დადგენილია აგეგმვითი, აზომვითი ნახაზის სტანდარტული ფორმა და სავალდებულო ტექნიკური სპეციფიკაციები, რომელთა შესაბამისად უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, იმ პირებმა, რომლებსაც ძველი წესის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი აქვთ და სურთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ 2016 წლის 1 სექტემბრამდე, ვინაიდან ამ თარიღის შემდეგ ძველი წესით შესრულებული ნახაზით რეგისტრაცია აღარ განხორციელდება.

როგორც საჯარო რეესტრში აცხადებენ, მიწის რეგისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაიმიჯნა პასუხისმგებლობა. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი – ამზომველი.

”ახალი სტანდარტები უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებებს. ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს მიწის ნაკვეთი ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკს. კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა მოთხოვნადი გახდება” – აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები