გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
მონაკვეთზე მდინარის მარჯვენა ნაპირი წყალდიდობისა და წყალმოვარდნის პერიოდში ინტერნსიურად ირეცხებოდა, რაც ეროზიებს იწვევდა და საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების მდგრადობას.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 286 მ. სიგრძის, დატბორვისა და ეროზიის საწინააღმდეგი გაბიონი, რომელიც დაიცავს ნაპირის და არსებულ პრობლემას მოაგვარებს.
პროექტის ღირებულება 399 499 ლარია ნაპირსამაგრი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.