LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მ „ქართული ბრენდის დღეს” უმასპინძლა

488
75464208-466106520668386-6443919968844120064-n

პროექტმა „ქართული ბრენდის დღე“ თავისი 17 წლის იუბილე ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში აღნიშნა.  ღონისძიება რამდენიმე დღიანი იყო და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოდან ჩასულმა კომპანიების წარმომადგენლებმა, ისე ამერიკაში მოღვაწე წარმატებულმა ქართველებმა.

„ქართული ბრენდის დღის“ ამერიკული ღონისძიებები 25 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა – პროექტის ფარგლებში გამოფენები, წვეულებები, დაჯილდოებები და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები ჩატარდა.

„ფორტუნას“ აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელი ქალბატონი მანანა გეგიძე ესაუბრა: „მე ვფიქრობ, რომ აშშ-ში ქართული ბრენდის დღის ჩატარება ჩვენი დიდი გამარჯვებაა. მიხარია, ამ ეროვნულ საქმეს უცხოეთში საფუძველი რომ ჩაეყარა და წელს უკვე მეორედ ჩატარდა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლების აშშ-ში „ქართული ბრენდის დღის“ წარმომადგენლები არიან, ესენი არიან: ცუცა კაპანაძე, ბელა მეტრეველი, ლელა ნინუა, მაია აქვავია, დავით ღვინიანიძე. მათი დამსახურებით ქართულმა ბრენდის დღემ აშშ-ში წელსაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა“.

ცნობისთვის, ქართული ბრენდის დღის ჯილდოს მფლობელები ნიუ-იორკში გახდნენ:

1.დაჯილდოვდა დავით ღვინიანიძე საქველმოქმედო ფონდ ,,მსოფლიო ტალანტების“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი აშშ-ში წარმატებული საქმიანობისთვის;

2.დაჯილდოვდა რუსუდან ჭუბაბრია მწერალი აშშ-ში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;

3.დაჯილდოვდა მაია აქვავივა აშშ-ში მცხოვრები ბიზნესმენი ბრენდისათვის ,,ოდა ჰაუსი“;

4.დაჯილდოვდა მედიცინის დოქტორი თეიმურაზ გაგნიძე საქართველოს ანდროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი,რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ ,,უნივერსის“ დამფუძნებელი ემიგრანტებთან მჭიდრო ურთიერთობისთვის რეპროდუქციული მედიცინის დარგში;

5.დაჯილდოვდა ელისო წიკლაური მხატვარ მოქანდაკე აშშ-ში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;

6.დაჯილდოვდა ალექსანდრე ლიგინი მისი ხსოვნის პატივსაცემად;

7.დაჯილდოვდა მერაბ ებრალიძე მუსიკოსი აშშ-ში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;

8.დაჯილდოვდა მზია ინდუაშვილი აშშ-ში პირველი ქართული ბრენდის შექმნისთვის;

9.დაჯილდოვდა ლეილა მჭედლიშვილი მხატვარი აშშ-ში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;

10.დაჯილდოვდა ეკატერინა ცინცაძე-დერდერიანი აშშ-ში წარმატებული საქმიანობისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები