LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამარცხვინოები ხართ” – ტრიო “მანდილს” რუს რეპერთან ჩაწერილი ვიდეოს გამო სოციალურ ქსელში ლანძღავენ (ვიდეო)

968
სდფსფსდფსდფ

პოპულარული ტრიო “მანდილი” თავის ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც რუს მომღერალ ტიმატის შვილის შეძენას რუსულ ენაზე შესრულებული სიმღერით ულოცავს.

ტიმატი და ტრიო “მანდილი” – გილოცავთ ახალშობილის დაბადებას!” – წერია ჯგუფის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს სათაურში.

ვიდეოს სოციალურ ქსელში ქართველი მომხმარებლებისგან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

“რა უფლებით ასაზიზღრებთ ქართულ სიმღერას”.

“ასე უკიდეგანოდ გაბანძებასაც ხომ ნიჭი უნდა”.

“რაც შეიძლება ხმამაღლა და ბევრი იმღერეთ გოგოებო, იქნებ თქვენ მაინც დააყრუოთ და მოსპოთ რუსები”.

“სამარცხვინოები ხართ”.

https://www.facebook.com/triomandili.band/videos/489012335021360/

ტრიო მანდილის მიერ რუსეთში გამართულ კონცერტები მუდმივად ექცევა სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლების კრიტიკის ქარცეცხლში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები