LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი: საოკუპაციო ხაზთან ვითარება გამწვავებული არ არის, სამწუხაროა, ასე რომ აფასებენ

119
EB96F79B-E8FF-4346-B0BC-37B0941AB4C0-w974-n-s

საოკუპაციო ზოლთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სამეგრელოში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაურის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციას საქართველოს ხელისუფლება შესაბამის პასუხს გასცემს.

“ეს პირველი არ არის, ხშირად ხდება მუქარა, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ცეცხლს გავხსნით. ჩვენ მაქსიმალურად ვზად ვართ და თუ გახსნიან ჩვენც ვუპასუხებთ რომ დავიცვათ მოსახლეობა და ტერიტორიები”- თქვა გომელაურმა

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან ღობის გავლებით ან ბანერის აღმართვით ტერიტორიები არ დაკარგულა.

ვახტანგ გომელაური ფიქრობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან “ვითარება გამწვავებული ნამდვილად არ არის”.

ოსურმა მხარემ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დამკვირვებელი დააკავა

ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეხმაურება

“რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო, როცა ევროკავშირის დამკვირვებელი დააკავეს და გადაიყვანეს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის პრობლემა აქვს ხოლმე პრესას, მოქალაქეებს, რატომ არ გვიშვებთ, შევალთ – აი ეს პრობლემაა, შეიძლება დააკავონ და დიდი პრობლემა შეიქმნას. ვითარება იქ გამწვავებული ნამდვილად არ არის, ასე ვერ შევაფასებდი, რომ გამწვავებულია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე აფასებენ”, – ამბობს გომელაური

მისივე თქმით, ასევე არასწორია იმის თქმა, რომ როდესაც საოკუპაციო ხაზთან მავთულხართებს ამონტაჟებენ, საქართველო კარგავს ახალ ტერიტორიას.

“ფაქტობრივად მძევლის მდგომარეობაშია მოსახლეობა… დრო არ ითმენს… თქვენი ეთერიდან მინდა მოვუწოდო” – ქეთევან ციხელაშვილი

“ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ეს, ალბათ, კარგად უნდა აიხსნას, შეიძლება, მთავრობის ასახსნელიც არის. ახლა სადაც ღობე არ არის გავლებული, გადავდივართ? ვხნავთ? ვთესავთ? ან ნათესავებთან მივდივართ? – ვერ მივდივართ, ხომ? დაკეტილია ჩვეულებრივად. იქ ღობე იქნება თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ჩემთვის ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ღობე რომ ივლება და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ იმის თქმა, რომ საქართველომ კიდევ დაკარგა 500 მეტრი ტერიტორია, არა, ეს დაკარგული იყო 2008 წლის ომის შემდეგ”, – განაცხადა გომელაურმა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები