„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე მაია სტეფნაძის გადაცემას სტუმრობდა, რომელიც „ტევეპირველზე“ გადის. ანიმ ისაუბრა იმის შესახებ, რა არის მის ცხოვრებაში სტრესის მიზეზი. მან ამ კუთხით სერიალის შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ხშირად უწევდა აშშ-ში ყოფნა, სადაც ცნობისმოყვარე ადამიანების გარეშე, პოპულარობის გამო, ფეხს ვერსად ადგამდა.
გარდა ამისა, სტრესის მიზეზებს შორის მან გათხოვებაც დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ახლახან ის ცნობილ შეფმზარეულს კონსტანტინე თედელურს გაჰყვა ცოლად.