ამერიკული Conti International კვლავ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,”-აცხადებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული „კონტი ჯგუფი“, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 42%-იანი წილის მფლობელია , კონსორციუმს ტოვებდა.