მეცნიერების მტკიცებით, ვარჯიში აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს კონცენტრაციას, ენდორფინს გამოყოფს ტვინში და ბოლოს, ადამიანს აჭკვიანებს.
ფიტნეს გამოცემა “ნიუსაიენსმა” სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვის სასარგებლო მხარეები განმარტა:
იოგა – აუმჯობესებს მეხსიერებას და ხელს უწყობს ინფორმაციის გადამუშავებას.
ყოველკვირეული ვარჯიში – პოზიტიურად მოქმედებს მადაზე და სიცოცხლისუნარიანობას მატებს.
აერობიკა – აუმჯობესებს ვერბალურ მეხსიერებას. (მაგალითად, თუ კონკრეტულ სიტყვას ვერ იხსენებთ, ამ პრობლემას აერობიკა მოგიგვარებთ)
ძალოსნობა – რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთების უნარზე და პრობლემის მალე გადაჭრაზე დადებითად მოქმდებს.