თბილისის ისტორიის მუზეუმი უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
75 წლის უშგულელი მხატვარი, რომელსაც გამოფენა ჯერ არ ჰქონია.
უშგულელი გენიოსი მხატვარი, რომლითაც ბრიტანული გამოცემა დაინტერესდა - ამ ადამიანს უნდა იცნობდეთ
ფრიდონ ნიჟარაძეს გამოფენა არასოდეს ჰქონია და თბილისის ისტორიის მუზეუმში მისი პირველი გამოფენა მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 40 ფერწერული ნამუშევარი. გამოფენის კურატორია ნატალია კლდიაშვილი.
ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა ორ ნოემბერს გაიხსნება და თხუთმეტ ნოემბრამდე გაგრძელდება.