LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ და ჯეი ზიმ ფანებს რომანტიკული ფოტობი გაუზიარეს

50

ბიონსემ და ჯეი ზიმ საკუთარი მიკრობლოგის მიმდევრებს ოჯახური დასვნების ამსახველი ფოტოები გაუზიარეს, სადაც ბედნიერი ოჯახი ძალებს იკრებს მომავალი ტურნესთვის. ფოტოების მიხედვით, ბიონსე და ჯეი ზი იახტით მოგზაურობენ ევროპაში, წყვილი უკვე დააფიქსირეს იტალიასა და საფრანგეთში. ჯეი ზი და ბიონსე ძალიან ბედნიერები და რაც მთავარია, შეყვარებულები არიან. როგორც ჩანს, ხმები მათ დაშორებაზე უკვე წარსულს ჩაბარდა. ვარსკვლავურ მშობლებთან ერთად მოგზაურობს პატარა ბლუ აივიც. ფანების აზრით, გოგონა სულ უფრო ემსგავსება დედას, განსაკუთრებით ჩაცმის სტილით.

შეგახსენებთ, რომ მედიაში დიდხანს ვრცელდებოდა ხმები ვარსკვლავური წყვილის დაშორების შესახებ. აპრილში ბიონსემ ალბომი Lemonade გამოუშვა, სადაც ქმრის ღალატზე ჰყვებოდა, ჯეი ზიმ კი, მეუღლეს სიმღერაზე All The Way Up რემიქსით უპასუხა. ცოლ-ქმარმა ის ტატუებიც კი მოიცილა, რომლებიც თავის დროზე ქორწინების აღსანიშნავად გაიკეთეს. თუმცა, ბევრის აზრით ჭორები განქორწინებაზე მხოლოდ და მხოლოდ ჭკვიანური პიარსვლაა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები