LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ავტობუსები №56 და №28 მარშრუტებზე უკვე მოძრაობენ

63
72943603-2770221199657524-3047804613961973760-o

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ახალი ავტობუსები №56 და №28 მარშრუტებზე გავიდა.

აღნიშნული ავტობუსების მგზავრები  ძველი, ყვითელი ფერის ავტობუსების გაუმართაობის გამო ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება დედაქალაქის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, კომპანიამ 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეისყიდა. აქედან 60 ერთეული თბილისში ოქტომბრის დასაწყისში უკვე შემოვიდა და N34, 66 და 78 მარშრუტებზე მოძრაობს.

უახლოეს დღეებში ახალი ავტობუსები ასევე №4, 10, 42, 103 და 108 მარშრუტებზეც გავლენ.

ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი. მასში 21 დასაჯდომი ადგილია და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb დამტენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები