LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარტიზანი მებაღეები“ ხეების მოჭრის გამო, ყაზბეგის #24-თან აქციას მართავენ

41

„პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლების აქციამ თბილისის მერიიდან ყაზბეგის #24-თან გადაინაცვლა.

აქციაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ წუთებში ტერიტორიაზე ხეების მოჭრა გრძელდება და ისინი არ დაიშლებიან, სანამ მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვა არ შეწყდება.

აქციას შეუერთდა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი. მან გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომა და იმ ექსპერტის პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა, რომელმაც ხეების მოჭრის შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

ცოტახნისწინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თბილისში, ყაზბეგის 24 ნომერში, საღი ხეები, მათ შორის იშვიათი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვები, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო გაჩეხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები