LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი – „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ქართველებს დაგვეხმარება უფრო კარგად შევასრულოთ ჩვენი მისია

80
74412702-1475614449243121-5308946625761116160-n

2000-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან – თბილისში დღეს აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ქვეყნის პრემიერ მინისტრი.

„გვჯერა, რომ ჩვენ, ქართველებს, ეს ფორუმი დაგვეხმარება, უფრო კარგად და ეფექტურად შევასრულოთ ჩვენი უნიკალური მისია – ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი და ვიყოთ ის ადგილი, სადაც ეს ორი დიდი ცივილიზაცია ხვდება ერთმანეთს, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, აზიისა და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად საქართველო ჩართულია სხვადასხვა ინიციატივებში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიზნით. „საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირების და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობას. სწორედ ამიტომ და ამის მისაღწევად, საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურის პროექტები, როგორიცაა ბაქო -თბილისი- ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. ასევე ხორციელდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. აღსანიშნავია ყველაფერი, რაც ხდება დღეს საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჩვენი ნავსადგურების როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობისთვის,“ – განაცხადა გახარიამ.

მისივე განმარტებით, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ერთის მხრივ ჩინეთთან და მეორეს მხრივ ევროკავშირთან, რომლითაც დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის უნიკალური, დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს.

შეგახსენებთ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 22 და 23 ოქტომბერს ტარდება. ფორუმი მთავრობებსა და ბიზნესებს შორის მაღალი დონის დიალოგს წარმოადგენს, ეს არის პლატფორმა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები