მსახიობი შორენა ბეგაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, გადაცემა „პროფილში“ პირად ცხოვრებაზე საუბრობს.
როგორც გადაცემის ანონსიდან ჩანს, ტელეწამყვანი წარსულის სასიყვარულო ურთიერთობებზე ღიად ალაპარაკდა. შორენა ბეგაშვილი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში იყო დიდი გრძნობა, თუმცა ვერ გაუფრთხილდა.
ტელეწამყვანი დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან ურთიერთობასაც იხსენებს და საზოგადოების კრიტიკას კიდევ ერთხელ პასუხობს.
,,მე ვიყავი ერის დამშლელი ცოლი… ჩვენ ერთად ვცხოვრობდით საგურამოში და პირიქით მათ დაგვინგრიეს ოჯახი…
მოდი შენ მეფე გახდები და ახლავე, მოიცა შორენას სახლში გავუშვებ…“
ანონსის ბოლო ნაწილში ტელეწამყვანი შურისძიებას აანონსებს, თუმცა ვის გულისხმობს კონკრეტულად ამას უკვე ალბათ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გაიგებს საზოგადოება.
https://www.facebook.com/talkshowprofili/videos/524272848148568/?v=524272848148568