LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისში მოკლული სამი შვილის დედა ბაქოში გადაასვენეს

143
a81587-big

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მოკლული 25 წლის ქალი დღეს ბაქოში გადაასვენეს.

მეზობლების თქმით, ოჯახი ბოლო სამი თვის განმავლობაში ბაქოში ცხოვრობდა და საქართველოში გუშინ დილით დაბრუნდნენ. მათივე თქმით, წყვილს ოჯახური პრობლემები თვეების წინაც ჰქონდათ და სახლიდან ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ცნობილია, მეუღლემ საკუთარი ცოლი ქამრით გაგუდა. მკვლელობის შემდეგ კი პოლიციას თავად ჩაბარდა. ცოლ-ქმარს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

ბოლნისში მამაკაცმა მეუღლე მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცხედარი პოლიციაში წაიღო და დანაშაულის შესახებ თავად განაცხადა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები