ამერიკულმა მწარმოებელმა Harley-Davidson-მა თავისი პირველი ელექტრონული მოტოციკლეტი ბაზრიდან გაიწვია. LifeWire-ად წოდებული სიახლის გაყიდვა სულ რაღაც 2 კვირის წინ დაიწყო და როგორც ჩანს, პრობლემის აღმოსაჩენად ეს დრო სრულებით საკმარისი აღმოჩნდა.
ხარვეზი დასამუხტ მოწყობილას აღმოაჩნდა. როგორც კომპანიაში აზუსტებენ, მათ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დაიწყეს, თუმცა რა დრო დასჭირება ამ ყველაფერს – ამაზე საუბარი უჭირთ. ამ დროისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრანსპორტი სრულებით უსაფრთხოა და ელექტრომოტოციკლეტების პატრონებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
მწარმოებელმა თავის კლიენტებს სთხოვა, რომ მოტოციკლეტები ოფიციალურ ცენტრებში დამუხტონ, სადაც ამ პროცესს ჩვეულებრივზე 10-ჯერ უფრო ნაკლები დრო დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ LifeWire-ს ელექტორნულ ძრავს 105 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მისი საბაზრო ღირებულება კი 29,799 დოლარია.