LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განახლებული სლოგანით წარსდგა

108
72609204-2587928674584058-3710980008647327744-n-700x933

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა. ფესტივალი 16 ოქტომბერს დაიწყო და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ დღეების განმავლობაში უცხოურ გამომცემლებს ქართული ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ.

ფესტივალის სტუმრებს ქართული წიგნების ნახვა სამ სხვადასხვა სივრცეში შეეძლებათ: საქართველოს ეროვნული სტენდი, გამოცემული და  გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი და Spend 4 Seasons in Georgia.  პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით, საქართველოს ეროვნული სტენდის სცენაზე GEORGIAN CHARACTERS და ბაზრობის სხვა სივრცეებში ოცამდე ლიტერატურული და ბიზნეს ღონისძიება დაიგეგმა.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ქართველი ავტორების ახალი წიგნები წარადგინა. ჩვენი ქვეყანა წელს განახლებული სლოგანით – Follow the Journey of Georgian Characters არის წარმოდგენილი. ასოციაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2007 წლიდან მონაწილეობს.

2021 წელს თბილისი მსოფლიოს წიგნის დედაქალაქი იქნება

მასპინძელი ქალაქის მიზანია ხელი შეუწყოს კითხვის პოპულარიზაციას ყველა სოციალური ფენისთვის

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი გამომცემელი და ავტორი სტუმრობს.