გლდანში, ახმეტელის მეტროსთან დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, ამის შესახებ ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას.
“ფეისბუქ” მომხმარებელი წერს, რომ დაჭრილს პირველი დადებითი ჯგუფის სისხლის სჭირდება.
მოზარდს უცნობმა პირმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა
გლდანში 15 წლის მოზარდი დაჭრეს - რა მოხდა ახმეტელის მეტროსთან
“ჩემი მეგობრის 15 წლის შვილი, რომელიც ვიღაცა არაკაცმა დაჭრა, უმძიმეს მდგომარეობაშია და სჭირდება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. ხვალისთვის 12 საათზე ხუთი ლიტრი უნდა იყოს. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი ქავთარაძის სისხლის ბანკში, ნებისმიერ ჯგუფს იბარებენ, გადაცვლიან მერე.