წელს ყურძენს 100-მდე ღვინის კომპანია შეისყიდის. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელზეც “რთველი – 2016” -oს საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
„წელს, საწარმოო გადამუშავებისთვის 150 ათას ტონამდე ყურძენს ველოდებით. დარგის ხელშეწყობისთვის 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. ჩვენი მიზანია სუბსიდიის მოსხნა, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს ხელშეწყობა კვლავ საჭიროა“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
მთავრობამ “რთველი 2016”-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
სუბსიდიის მოცულობა კახეთის რეგიონში:
1 კგ. რქაწითელზე – 45 თეთრი;
1 კგ. კახური მწვანეზე – 45 თეთრი;
1 კგ. საფერავზე – 20 თეთრი;
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:
მუჯურეთული/ალექსანდროული – 2 ლარი;
ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ფერმერებისაგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით.