ჩინური პოპის მეფედ წოდებული მუსიკოსი, ლიჰომ ვანგი, რომელსაც ამ დრომდე 25 ალბომი აქვს გამოცემული, მთლიანობაში 50 მილიონი ერთეული აქვს გაყიდული და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩინელ-ამერიკელ შემსრულებლად მიიჩნევა, გია ყანჩელს ასრულებს. ვიდეო ქართველმა პიანისტმა, გიორგი მიქაძემ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა. გია ყანჩელის ცნობილ მელოდიას „ის აქ არის“ გიორგი და ვანგი ერთად ასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ უკვე საკმაო ხანია, რაც ბერკლის კურსდამთავრებული და ამავე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის ასცოირებული პროფესორი, გიორგი მიქაძე, ლიჰომ ვანგთან (Wang Leehom) ერთად, მრავალატასიან დარბაზებში გამოდის. გიორგი მისი მუსიკალური ბენდის წევრი გახლავთ.