ზოგიერთი ადამიანისთვის დილით გაღვიძება ყავის გარეშე წარმოუდგენელია. მიიჩნევა, რომ ის დღის დაწყების საუკეთესო საშუალება და ენერგიის სწრაფად აღდგენის წყაროა.
მაგრამ თუ იცით, რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როცა ყოველ დღე ყავას მიირთმევთ?
ყავა აჭკვიანებს
სპეციალისტთა მიერ ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ყავას არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია. როგორც ბარსელონას უნივერსიტეტის მკლევარებმა დაადგინეს, ყავა ტვინის ჯანმრთელობის საუკეთესო დანამატია. მისი მიღების შემდეგ ტვინი უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას ანუ მის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.
ყავა აბედნიერებს
გავიგეთ, რომ ყავა გაღვიძებასა და დღის ენერგიულად გატარებაში გვეხმარება. მაგრამ, იცოდით რომ ის ბედნიერების მომტანიცაა? მეცნიერების აზრით, დღეში ერთი ფინჯანის დალევა, მასში შემავალი ანტიოქსიდანტების გამო, დეპრესიის რისკს ამცირებს.
ყავა ნეიროტრანსმიტერების, მათ შორის სეროტონინის, დოფამინის და ნორადრენალინის წარმოებას ზრდის.დღეში 1 ჭიქა ყავა სუიციდის რისკს 50%-ით ამცირებს.
ყავა დიაბეტისგან გვიცავს
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში 5 ფინჯან ყავაზე მეტს სვამენ, მათთვის დიაბეტის განვითარების რისკი 50%-ით მცირდება. მეცნიერების აზრით, ყავა ამცირებს ქრონიკულ ანთებით პროცესებს უჯრედებსა და ქსოვილებში, ასევე დადებითად მოქმედებს შინაგანი მეტაბოლიტების კონცენტრაციაზე.
ყავა ასევე, გვიცავს ალცჰაიმერის დაავადებისგან
იტალიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავა მეხსიერების გაუმჯობესებაში გვეხმარება. კვლევებით დასტურდება, რომ ყავა აფერხებს სკლეროზის განვითარებას.
ყავა ამცირებს გულის დაავადებების რისკს
თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა აღმოგაჩნდათ, შეგიძლიათ, დღეში სამი ფინჯანი ყავის დალევა სცადოთ. მეცნიერებმა შეისწავლეს კორელაცია გულის არითმიასა და კოფეინის მიღებას შორის. კვლევის ფარგლებში 230 000 სუბიექტი შეისწავლეს. მათ შორის, ვინც რეგულარულად სვამდა ყავას, წინაგულის ფიბრილაციის რისკი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მათ შორის, ვინც იშვიათად სვამდა ყავას.
ყავა პარკინსონის განვითარებას ხელს უშლის
შვედეთში ლინკოპინგის უნივერსიტეტში კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყავის მოხალვის დროს გამომუშავდება განსაკუთრებული ნივთიერება phenylindanes-ი, რომელიც ხელს უშლის პარკინსონის დაავადებების განვითარებას.
ყავა უფრო მეგობრულს გხდით
არაერთმა კვლევებმა ცხადყო, რომ ყავა ადამიანებს სამყაროს მიმართ უფრო მეგობრულს ხდიდა, ეხმარება პოზიტიურად აზროვნებსა და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში
ეს ორი რამ იმდენად კავშირშია ერთმანეთთან, რომ ბევრმა კომპანიამ თავის სარეკლამო ლოზუნგადაც გამოიყენა. მეგობრული საღამოს გატარება ფინჯანი ყავის გარეშე წარმოუდგენელია.
ყავა კიბოს რისკს ამცირებს
ის, რომ ყავას შეუძლია კიბოს განვითარების რისკი, ბოლომდე დადასტურებული არ არის. ზოგიერთმა კვლევამ დაადგინა, რომ ყავის დალევა პირის ღრუს და ხახის, ასევე ღვიძლის და პროსტატის კიბოს რისკის შემცირებას იწვევს. ამასთან, ქალებში, რომლებიც დღეში ოთხზე მეტ ფინჯან ყავას სვამდნენ, 22%-ით დაბალია საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკი, ვიდრე მათთან, ვინც საერთოდ არ სვამდა ყავას.
და ბოლოს, თუკი ყავას სწორად დალევთ, ის თქვენს ღვიძლს დაიცავს ტოქსინებისგან
9 გამოკვლევის ფარგლებში, სულ 430 000 ადამიანზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რათა დაედგინათ რა გავლენას ახდენს ორი ფინჯანი ყავა ღვიძლის ცეროზით დაავდებულ ადამიანებზე.
ჰოლანდიაში Erasmus University Medical Center- ის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის ოთხი ჭიქა საკმარისია დღეში ღვიძლის სასიკვდილო დაავადების თავიდან ასაცილებლად.