ადამიანის ოთხფეხა მეგობარი, ერთგული და მოსიყვარულე, ამავე დროს ჭკვიანი, დაკვირვებული. „ცუგა“, რომელიც ქუჩაში გაიზარდა, ჭკუით და გონიერებით არ ჩამოუვარდება არც ოჯახებში მცხოვრებ ძაღლებს და არც კინოლოგების მიერ აღზდილებს.
ძაღლმა დაინახა მაღაზიაში ორცხობილის სანაცვლოდ სტუდენტები ფულს როგორ აძლევდნენ, მან კი გამყიდველს ყოველ დღე ფოთლების მიტანა დაუწყო. თავიდან მაღაზიაში ვერ ხვდებოდნენ ძაღლს ფოთლები რატომ მოჰქონდა, თუმცა მალევე მიუხვდნენ და ასე ყიდულობდა ყოველ დღე „ცუგა“ ორცხობილას.