LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

246
2747988-770x405
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის ეკლესიის იერარქების რიგგარეშე შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც 12 ოქტომბერს გაიმართა.
სინოდის სხდომაზე საბერძნეთის ეკლესიის პატრიარქმა, არქიეპისკოპოსმა იერონიმმა წარადგინა პრეზენტაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღეს.
„სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ, საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმოსი ამიერიდან უკრაინელ მთავარეპისკოპოს ეპიფანიოსს რელიგიური მსახურების დროს მოიხსენიებს და იგი მართლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრად ჩაითვლება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიამ გაავრცელა.

შეგახსენებთ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე. ამის პასუხად რუსეთის საპატრიარქომ განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს.

კიევის პატრიარქ ფილარეტს ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ ფილარემა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები