საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ბრაზილიაში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე შედგა.
საუბარი შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პორტუგალიელი მონიტორების ჩართვის გადაწყვეტილების მნიშვნელობას. ასევე ყურადღება გამახვილდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოებაზე. შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში პორტუგალიელების დახმარება იყო.
.