ამერიკულმა ფირმა Expedition Motor Company-მ 1992 წლის G 250 D-ის აღდგენის პროცესი დეტალურად გადაიღო. ყველგანმავალი მთლიანად დაშალეს, შეცვალეს ყველა აუცილებელი დეტალი, განაახლეს კონსტრუქცია და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით სულ ახალი ავტომობილი შექმნეს.
G-Class თავის დროზე ევროპელი სამხედროებისთვის იყო გამოშვებული და ამიტომ საკმაოდ მწირი დეკორაცია ქონდა. სპეციალისტებმა მოდელს ვიზუალურ განახლებასთან ერთად 2,5 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავიც დაუმატეს.
როგორც წესი, Expedition Motor Company-ს გუნდი თითოეული ავტომობილის განახლებისას 1000-მდე საათს ხარჯავს ხოლმე, ამიტომ მთელ სამუშაოს 3-4 თვე მაინც სჭირდება.
განახლებული მოდელების ფასი 90 ათასი დოლარიდან იწყება და მათი შეკვეთა კომპანიის საიტზე, ონლაინაა შესაძლებელი.