LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ძალიან ბედნიერი ვარ“ – სკარლეტ იოჰანსონი პირადი ცხოვრების შესახებ (ფოტო)

838

34 წლის სკარლეტ იოჰანსონი სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად დაასახელეს. სულ მალე კი მისი მონაწილეობით ახალი ფილმს ვიხილავთ.  „საქორწინო ისტორია” ( Marriage Story) ასე ჰქვია ფილმს, სადაც სიუჟეტი წყვილის გარშემო ვითარდება, რომელიც განქორწინების პროცესში იმყოფება.

რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, როგორც ჩანს, ყველაფერი იდეალურად არის, შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ კომიკოსმა კოლინ ჟოსტმა 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მსახიობს ხელი სთხოვა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ საკუთარი პირადი ცხობრებით. ხშირად  ვიხსენებ ჩემი ცხოვრების განვლილ ეტაპებს, რომლებმაც მე აღნიშნულ მომენტამდე მომიყვანეს.”

შეგახსენებთ, სკარლეტ იოჰანსონი 2 წელი იყო დაქორწინებული ფრანგ ჟურნალისტ რომენ დორიკზე, რომელთანაც 5 წლის ქალიშვილი ჰყავს, მანადმე კი ვარსკვლავი ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებულ რაიან რეინოლდსის ცოლი იყო.

ინსაიდერების თქმით, ახალი წყვილი თავს იდეალურად გრძნობს და ძალიან ბედნიერია. კოლინი ხშირად აღნიშნავს, რომ სკარლეტზე დაქორწინება სურს, მიუხედავად იმისა, რომ ადრე მას ქორწინება აშინებდა.

თუ როდის აქვს წყვილს დაგეგმილი ურთიერთობების დაკანონება, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები