LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარსზე საევაკუაციო აივანი შენდება

129

საევაკუაციო აივნის მშენებლობა, რომელიც დარიალში წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, დროებით შეჩერებული იყო, გაგრძელდა.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისთვის, აივნის მთელ სიგრძეზე გაკეთებულია ბეტონის საფარი, დამაგრებულია მოაჯირი და შესაბამისი გადახურვა; დასრულებულია, ასევე, აივანზე ამავალი ოთხიდან ორი კიბის მშენებლობა.

საევაკუაციო აივნის მშენებლობას ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. ობიექტის მშენებლობა, მოსალოდნელი სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების პრევენციის მიზნით გადაწყდა.

პროექტის მიხედვით, აივანი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, ლარსის საბაჟო-გამშვებპუნქტ „ყაზბეგის“ მიმდებარე კლდეზე შენდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გზის ეს მონაკევთი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და საუკუნეების განმავლობაში, არაერთი სტიქიური მოვლენის ეპიცენტრი გამხდარა. 208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის საევაკუკაციო აივანი იწყება საბაჟოს ტერიტორიიდან და სრულდება დარიალის მამათამონასტერთან, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყობა. სტიქიის შემთხვევაში, ხალხის ევაკუაცია ამ მოედნიდან ვერტმფრენითგანხორციელდება.

საევაკუაციო აივნის მშენებლობა 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და წელს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 200 ათასი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები