Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
PSP-ს ქსელში 1 400 მედიკამენტზე ყველაზე დაბალი ფასებია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP-ს ქსელში 1 400 მედიკამენტზე ყველაზე დაბალი ფასებია

501

PSP-ს სააფთიაქო ქსელში 1 400 მედიკამენტის ფასი მნიშვნელოვნად უფრო იაფია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქსელში – ამის შესახებ ”ფორტუნას” PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მედიკამენტების ფასების მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პსპ-ს ქსელში 1 400 მედიკამენტზე უპრეცედენტოდ დაბალი ფასებია.

”ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თითოეული მედიკამენტის ფასი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ბოლო პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 1 400-ზე მეტ მედიკამენტზე ჩვენს ქსელში გაცილებით დაბალი ფასებია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქსელში. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ყველაზე მეტად მოთხოვნად პრეპარატებს და ასევე ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს ეხება, რომელსაც მომხმარებელი მუდივ რეჟიმში ყიდულობს”, – განაცხადა ნათია ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ სიაში მიმდინარე სეზონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბევრი პრეპარატი შედის, მათ შორის: ენაპი, პანზინორმი, კო-რენიტეკი, ნაზივინი, იმუნალი, სუმამედი, ლ-თიროქსინი, იმოდიუმი, ლინექსი, ფენოგელი, აუგმენტინი, ემკორი, დიროტონი, ლამიზილი, ცოლტარენი, სტოპტუსინი და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები