LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედის ირონია: მარადონა ნარკოტიკს ებრძვის, პლატინი კორუფციას (ფოტო)

134
rue16df7372ee

ამ დღეებში ერთი ძველი ფოტოსურათი ამოვარდა, რომელზეც პელე, პლატინი და მარადონა მოედნის ცენტრში პოზირებენ. სტაჟიან ქომაგებს შეიძლება ეცნოთ კიდეც კადრი.

ფოტო 1988 წელს არის გადაღებული და ეს მიშელ პლატინის გამოსათხოვარი თამაშია. ეს იმ დროის ერთ-ერთი მთავარი შოუ იყო. ფრანგმა ყველა ვარსკვლავი ერთ ადგილზე შეყარა. მარადონას მაისურზე აწერია No drugs – არა ნარკოტიკებს. სიმბოლურად გამოიყურება თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ძალიან მალე დიეგო რა ცხოვრებას დაიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ ის მანამდეც „მეგობრობდა წამალთან“.

ხშირად წერენ, რომ პლატინის მაისურზე არის წარწერა „არა კორუფციას“ – და ესეც ძალიან სასაცილო იქნებოდა, რომ არა ერთი უზუსტობა. სინამდვილეში პლატინის მაისურზეც წერია „არა ნარკოტიკებს“, ოღონდ ფრანგულ ენაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები