უდარდელმა ბავშვებმა ინტერნეტსივრცის შემდეგ, სატელევიზიო სივრცეც დაიპყრეს. გუშინ ისინი გადაცემა “სხვა ნანუკაში” იყვნენ მიწვეულები.
ვარსკვლავთვალება გოგონა, ვინი-პუჰი ბიჭი და ბედნიერი ღიმილი, რომლებიც მათ სახეზეა ყურადღებას მაშინვე იქცევს.
უდარდელი ბავშვები მთიდან: ვინ არიან პატარა ინტერნეტვარსკვლავები, რომლებსაც ფილმში იღებენ [ფოტოები]
მართალია, მთიდან ჩამოსვლამ ბექა ოდნავ შებოჭა და ისედაც დინჯს ბევრი არაფერი უთქვამს, თუმცა მარიმ ჩვეული სიხალისით მოყვა სკოლის ამბები, ჩამოთვალა მიღებული საჩუქრები, იმღერა და საკუთარი გასაჭირიც გაუზიარა გადაცემის წამყვანს.
“ერთხელ კვერნამ დამიხოცა ყველა წიწილა. ქათმისები არც ერთი აღარ დარჩა,” – უთხრა მარიმ წამყვანს და ქორზეც მოყვა, რომელსაც აფრთხობს ხოლმე.
მთიული ბავშვებისთვის, რომლებიც მთელ საქართველოს შეუყვარდა, საჩუქრებს აგროვებენ