ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი უკიდია. ხანძრის შედეგად 300 კვადრატული მეტრი დაიწვა. მაშველების თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს. დაშავებულები არ არიან.
ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 250-300 კვ/მ ფართობზე.
არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება დროულად აღკვეთეს.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.