LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადომ ერთ კვირაში სალარო აპარატის გამოუყენებლობის 600-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა

91

25-31 ივლისს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 781 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა  6 976 გადამხდელი შეამოწმეს, რის შედეგადაც საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 22 შემთხვევა, ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 91 ფაქტი და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 668 შემთხვევა დაფიქსირდა.