LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსების რეფორმას მესამე ეტაპიც ექნება

762
72305790-3008354075847839-1820785242642841600-o

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა ჯერ არ დასრულებულა. კალაძე უახლოეს მომავალში აპირებს საზოგადოებას რეფორმის მესამე ნაწილი გააცნოს – შემდეგ კი დაიწყოს. 

მან ამ დრომდე გატარებული ორი ნაწილის მნიშვნელობასა და დატვირთვაზე ისაუბრა და თქვა, რომ რეფორმა წარმატებულია.

“ეს რეფორმის მხოლოდ ორი ეტაპია, ამ რეფორმას აუცილებლად ექნება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხსა და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ ეკონომიკურ პირობებზე. აქამდე გადავდგით ნაბიჯები, რომლებიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ვიზუალურ სტანდარტს,” – განაცხადა კალაძემ.

კალაძის რჩევა ხალხს: გაძვირებული ტარიფი თუ პრობლემაა, მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ

რა მოთხოვნები იქნება მესამე ეტაპზე, ამის შესახებ კალაძე აცხადებს, რომ მოგვიანებით მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას და ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა რომ ამისთვის მოემზადონ.

“ლიცენზია რომელიც მათ აქვთ არ უნდა იყოს მხოლოდ ფურცელი” – აღნიშნა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქალაქში 7700 ა კატეგორიის და 8800 ბ კატეგორიის ტაქსის მძღოლია. მისივე თქმით, რეფორმა ამ ტაქსის მძღოლებს მძიმე ფინანსურ ტვირთად არ დასწოლიათ. 

"ვრცელდება ტყუილი, თითქოს 27 ათასი ტაქსის მძღოლი დავტოვეთ სამსახურის გარეშე"

ეს არის არასწორი ინფორმაცია და არ დაუჯეროთ მის გამავრცელებლებს.

“სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ტაქსის მძღოლები, რომელთა ავტომობილებმა ვერ შეძლეს ჩამჯდარიყვნენ იმ მოთხოვნებში, რომლებიც კანონში იყო გაწერილი – ასეთი იყო 30%.

ვიზუალური სტანდარტის შექმნა მოვახერხეთ, ისე რომ ეს ფინანსურ ტვირთად არ დაწოლია ტაქსის მძღოლებს და შევქმენით ვაუჩერული სისტემა, რომელმაც ძალიან მაგრად იმუშავა,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები