LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაგთიკომმა” დღეიდან “კავკასუს ონლაინის” აბონენტების მომსახურება გადაიბარა

67

1 აგვისტოდან,  მაგთიკომი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის “კავკასუს ონლაინის” საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონიის და ჰოსტინგის მომსახურების მიწოდებას.

როგორც “ფორტუნას” “მაგთიკომიდან” აცნობეს, ინტეგრაციის პროცესი დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. შედეგად, მომხმარებლები მრავალფეროვან და ინოვაციურ პროდუქტებს მიიღებენ.

“მაგთიკომი” საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც არა მხოლოდ სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ მომხმარებელს მომსახურებას სთავაზობს  მსოფლიოში  არსებული ყველა ტექნოლოგიით,”- განაცხადეს კომპანიაში.

“მაგთიკომი” მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლონ:

–      2 ტიპის ინტერნეტით  – მობილური და საკაბელო;

–      2 ტიპის ტელევიზიით – თანამგზავრული და IPTV;

–      2 ტიპის ფიქსირებული ტელეფონიით – რადიო და საკაბელო;

–      მობილური ტელეფონიით – რომელიც მობილური ტელეკომუნიკაციის განვითარების ყველა საფეხურს მოიცავს: 2G, 3G, 4G ქსელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად, მხოლოდ მაგთიკომის აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა, მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიით – 4.5G LTE Advanced ქსელით ისარგებლონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები