საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 226 პირი.
ამათგან, 154 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 8 ქალი და 1 არასრულწლოვანი. დანარჩენ 72 მსჯავრდებულს, რომელთაგან 3 ქალი და 2 არასრულწლოვანია, შეფარდებული სასჯელი სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება.
„2016 წლის 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1 585 პირის საქმე.
შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად, 2016 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.
პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 154 შეწყალებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.