LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 მეცნიერული ნიშანი იმის, რომ მიმზიდველი ადამიანები უფრო მეტად წარმატებულები არიან

449
BeFunky-collage (1)

შეიძლება ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ადამიანები საკუთარი ძალისხმევის, ცოდნისა და ნიჭის ჯადოსნური კომბინაციით აღწევენ ცხოვრებაში წარმატებას, თუმცა კვლევები სხვა რამეზე მიუთითებს. როგორ აღმოჩნდა, დამსაქმებლისთვის ფიზიკური მიმზიდველობა ზეგავლენას ახდენს ადამიანის სოციალური კომპეტენტურობის შესახებ მსჯელობაზე.

ფსიქოლოგები ამას – ,,სილამაზის პრემიას” უწოდებენ.

და მაინც, როგორ აღწევენ მიმზიდველი ადამიანები წარმატებას?

ფიზიკურად მიმზიდველი ადამიანები დამსაქმებლების ყურადღებას იპყრობენ

გასაუბრების დროს პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანის აღქმისას ვიზუალი დიდ როლს ასრულებს. ერთ-ერთი გამოკითხვის დროს შეერთებულ შტატებში გაირკვა, რომ დისკრიმინაცია გარეგნობის გამო უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ეთნიკური ან ნაციონალური ნიშნით.

ფიზიკურად მიმზიდველი ადამიანები უფრო მეტად თავდაჯერებულები არიან

ზომიერად თავდაჯერებული ადამიანები ძალიან მომხიბვლელები და მიმზიდველები არიან. როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ჩვენ მიმზიდველ ადამიანებს  უფრო კომუნიკაბელურ, დომინანტურ, სექსუალურ, გონიერ და სოციალურად გამოცდილ ადამიანებათ აღვიქვამთ.

 

 

ფიზიკურად მიმზიდველ ადამიანებს აქვთ უნარი, გამოიმუშაონ უფრო მეტი ხელფასი

გულწრფელი, საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანები, რომლებიც ურთიერთობისას მეტყველებასთან ერთად სხეულის ენასაც იყენებენ, უფრო  მიმზიდველები არიან. კომუნიკაციის ასეთ უნარს კი, ადამიანის კარიერულ წინსვლაში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

დიდი ალბათობით საჯარო თანამდებობზე ფიზიკურად მიმზიდველ ადამიანებს ირჩევენ

American Politics Research- ში 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2016 წლის შუალედურ არჩევნებში უკეთესი შედეგი იმ კანდიდატებმა აჩვენეს, რომლებიც სხვებთან შედარებით კარგი გარეგნული მონაცემებით გამოირჩეოდნენ.

,,მიმზიდველობა მაინც ახდენს გავლენას საპარლამენტო კანდიდატის საარჩევნო შედეგებზე,” – ნათქვამია კვლევაში.

ქალები მაკიაჟით უფრო კომპეტენტური და სანდო ადამიანის იმიჯს ტოვებენ

მართალია, ბოლო წლებში ბუნებრიობა თანდათან ტრენდული ხდება, თუმცა, ფსიქოლოგები ამბობენ, თითქმის შეუძლებელია, რომ ქალებმა მაკიაჟზე უარი თქვან., მაკიაჟს პლაცებოს ეფექტი აქვს. როცა მაკიაჟით ხართ ფსიქოლოგიურად გრძნობთ, რომ ყველაფრის გაკონტროლება შეგიძლიათ, გრძნობთ, რომ მზად ხართ ყველაფერს მიაღწიოთ.

ჰარვარდის კვლევაში ჩართული ქალების უმეტესობა ამბობდა, რომ ისინი მაკიაჟით უფრო მეტ თავდაჯერებულობას გრძნობდნენ და ადამიანებთან კომუნიკაციაც უმარტივდებოდათ.

 

გთავაზობთ ,,Busines insider”-ის მიერ გამოქვეყნებული მეცნიერული კვლევების შედეგების მოკლე დასკვენებს.

მიმზიდველ ხალხს უფრო ხშირად იბარებენ გასაუბრებაზე

 

მიმზიდველ ქალებს მამაკაცებთან მოლაპარაკების კარგი რესურსი აქვთ

 

სასიამოვნო, კარგი შესახედაობის კომპანიის დირექტორებს კომპანიისთვის მომგებიანი კაპიტალის შექმნა შეუძლიათ

 

მიმზიდველ მასწავლებლებს უფრო კარგად შეუძლიათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულება

 

მიმზიდველი გოგოები უფრო კარგ ნიშნებს იღებენ

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები