LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახი ავტომობილებს ვერ იყოფს – ბაგრატიონების დავა სტრასბურგში გაგრძელდება

770
BeFunky-collage

,,ყველა ის ავტომობილი, რომელიც სადავო გახდა მოსარჩელის მიერ, შეძენილი არის განქორწინების შემდეგ. შესაბამისად, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მასზე მოთხოვნის დაყენების უფლება თავიდანვე არ ჰქონდა“ – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის ადვოკატმა, სააპელაციო სასამართლოში დღეს გადადებული სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

სასამართლო მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდებს, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა ამას ოჯახის წევრები.

Porsche cayenne-სა და Used Mercedes-Benz GL-ის შემდეგ, ამჯერად დავის საგანი BMW X5-ია. ეს ავტომობილი პირველმა ინსტანციამ საკუთრებაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაუტოვა, თუმცა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს მიაჩნია, რომ სამივე ავტომობილი უნდა გაიყონ.

,,პირველმა ინსტანციის სასამართლომ ტექნიკური შეცდომა დაუშვა, ერთ-ერთი ავტომობილის შეძენის თარიღთან მიმართებაში.ავტომობილის ნომრის შეცვლის თარიღი მიიჩნია ავტომობილის შეძენის თარიღად და ამის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა ჩვენი სარჩელი“ – აცხადებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი და დაძენს, რომ დავას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ.

ქონებრივი დავა დასრულდა - მეფე დედოფალს ავტომობილებს გაუყოფს

დავით ბაგრატიონი ყოფილი ცოლისთვის არაფრის მიცემას არ აპირებს

შეგახსენებთ, „სამეფო ოჯახის“ წარმომადგენლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი ქონების გაყოფაზე, მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნო ავტომანქანების PORSCHE CAYENNE-სა და MERCEDES-BENZ GL 450-ის ნაწილში.