LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის აღდგება რუსეთთან ფრენები – სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია

412
istock-866616238

რუსეთთან ავიამიმოსვლა, სავარაუდოდ, 6 თვის განმავლობაში აღდგება. ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს.

გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ რუსეთის მიერ დაწესებულმა ავისანქციებმა, რა თქმა უნდა, დიდი ზარალი მიაყენა ქვეყანას, თუმცა ევროპის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მიერ ახალი მიმართულებების დამატება, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება. ამასთან, ჩოგოვაძე ამბობს, რომ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები სამომავლოდ ქუთაისის აეროპორტიდან იმოგზაურებენ. 

„ჩვენ გვაქვს ხედვა, რომ ქუთაისის აეროპორტი გახდეს დაბალბიუჯეტიანი ჰაბი ევროპის მიმართულებით.  ე.წ. ლოუქოსთ მიმართულებებით საკმაოდ წინ ვართ და კიდევ უფრო წინ გვწევს რეგიონში ახალი მიმართულების დამატება. ლამაზად გაყიდული იქნება კონცეფცია, რომ მოვემსახუროთ არამარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ აზერბაიჯანის, სომხეთის, აღმოსავლეთ თურქეთის და სამხრეთ რუსეთის მოქალაქეებს. მათ ექნებათ წვდომა ქუთაისის აეროპორტის გავლით იმოგზაურონ ევროპის მიმართულებით“, – განმარტა გიორგი ჩოგოვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები