რუსთავში, მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცი შუახნის არის და მისი ვინაობა უკვე დადგენილია.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ქვემო ქართლის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.