LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ზახარ ზახარიჩი” ბათუმში გაიხსნა

236

სარესტორნო ქსელი ”ზახარ ზახარიჩი” გაფართოვდა. ბრენდმა საკუთარი რიგით მესამე რესტორანი ქალაქ ბათუმში გახსნა.

როგორც ”ფორტუნას” ”ზახარ ზახარიჩის” დამფუძნებელმა ზურაბ კრიჟანოვსკიმ განუცხადა,  ახალი ობიექტი დაახლოებით 260 კვადრატულ მეტრზე განთავსდა და ამ დროისთვის აქ  10-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმდა.

”სულ რამდენიმე დღის გახსნილები ვართ ბათუმში.  ჯერ საზოგადოება ინფორმირებული არ არის ჩვენი რესტორნის შესახებ, თუმცა სტუმრების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით. ვინც გვესტუმრა და ჩვენი კერძები დააგემოვნა, კმაყოფილი დარჩა”, – აღნიშნა ზურაბ კრიჟანოვსკიმ.

მისივე ინფორმაციით, შესაბამისი ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში,  ”ზახარ ზახარიჩი” საქართველოს სხვა რეგიონებში გაფართოებას არც სამომავლოდ გამორიცხავს.

ცნობისთვის, აღნიშნული  ბრენდი ქართულ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა. ამ ეტაპზე ის 3 რესტორნითაა წარმოდგენილი. ფილიალები თბილისში, ბეთანიასა და ბათუმში მდებარეობს. ”ზახარ ზახარიჩი” მომხმარებელს ქართულ კერძებს სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები