LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურაში გიორგი გაბუნიაც დაიბარეს

127
pjimage-1

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს. ცნობილია, რომ გაბუნია გენერალურ პროკურატურაში რუსთავი 2-ის საქმეზეა დაბარებული.

“სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

შეგახსენებთ, პროკურატურაში გამოკითხვაზე ხვალ 11 საათზე დაბარებულია ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

მელაძე საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს

გუშინ, გამოკითხვაზე იყო ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. ასევე,  „ფორმულის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რუსთავი2-დან თანხების მითვისების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბრალი წაუყენეს მთავარი არხის დამფუძნებელსა და რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები