“გირჩის” მიერ შექმნილი ტაქსების ალტერნატივა “შმაქსი”, რომელიც ხალხმა უბრალოდ ხუმრობად აღიქვა, სინამდვილეში საგანმანათლებლო პლატფორმაა.
გირჩში ამბობენ, რომ ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგრძლივობის შესაბამისად.
გირჩი ტაქსისტებს შმაქსისტობას სთავაზობს [ვიდეო]
რადიო “ფორტუნას” “დღის თემაში” ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დღეს თბილისში უამრავი ადამიანია, რომელიც თავისი სამსახურის პარალელურად ტაქსაობდა, მერიის რეგულაციებმა კი ეს შესაძლებლობა წაართვა.
“სწორედ ამ ადამიანებს, ჩვენ საგანმანათლებლო პლატფორმა მივეცით. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ “გირჩის” იდეები თავისუფლების, სწორი მორალის შესახებ გააცნონ ადამიანებს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. თანხა მიღებული ინფორმაციის მოცულობის მიხედვით იქნება.
დღეს უკვე დილიდან რიგია, რაღაც მომენტში ვერ ავუდიოდით, მაგრამ ახლა შედარებით დავლაგდით.
100-მდე ადამიანია ამ დროისთვის, ვისთანაც ხელეშეკრულება გავაფორმეთ.
“ფორტუნას” კითხვაზე, ხომ არ უბიძგებს ეს ხალხს უკანონო ქმედებისკენ, ჯაფარიძე პასუხობს, რომ არა.
"თქვენი შმაქსით შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა".
შმაქსი პატრულმა გააჩერა, მაგრამ ვერ დააჯარიმა [ვიდეო]
“გირჩის წევრებს კანონი არაერთხელ დაურღვევიათ, რათა მოქალაქეებისთვის აეხსნათ, რომ ის კონკრეტული კანონი არასწორი იყო.
კანონიერება არ ნიშნავს სამართლიანობას.
იმისთვის, რომ მანქანას ტაქსი ეწოდოს, ის უნდა იყოს თეთრი, მას ტაქსის ნიშანი უნდა ჰქონდეს, არ შეიძლება მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი, ანაზღაურებას უნდა იღებდეს ტრანსპორტირების სანაცვლოდ. ჩვენს შემთხვევაში მანქანა სხვადასხვა ფერისაა, ანაზღაურებას არ ვიღებთ მზგავრის გადაყვანაში, მიწოდებულ ინფორმაციაში,
ეს არის უნივერსიტეტი ბორბლებზე. ვინ თქვა, რომ განათლება მაინცდამაინც ბლოკიან და მეტალოპლასტმასიან კარ-ფანჯრიან შენობაში უნდა მიიღონ.
ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ტაქსების რეფორმა “სრული სიგიჟე” იყო და ამან უკვე არაერთი ადამიანი დატოვა შემოსავლის გარეშე.