LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოღალატე იგუაინი მსოფლიოს სამეულში მოხვდა

118

გონსალო იგუაინის ტრანსფერი ისტორიაში სამ ყველაზე ძვირადღირებულთა შორის მოხვდა.
ფეხბურთელებში უფრო მეტს მხოლოდ მადრიდის ”რეალი” იხდის.

ტურინის ”იუვენტუსმა” არგენტინელი თავდამსხმელის ”ნაპოლიდან” 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადასვლა დაადასტურა. ეს გარიგება ყველაზე ძვირია სერია ა-ს ისტორიში და მესამეა სიძვირით მთელს მსოფლიოში.

2013 წელს ”რეალმა” ”ტოტენჰემს” 100,8 მილიონი ევრო მისცა გარეთ ბეილის სანაცვლოდ, ოთი წლით ადრე კი მადრიდელებმა ”მანჩესტერ იუნაიტედს” 94 მილიონი ევრო გადაუხადეს კრიშტიანო რონალდოსთვის.

იგუაინმა გასულ სეზონში ”ნაპოლის” რიგებში 42 მატჩი ითამაშა და 38 გატანილი გოლით იტალიაში ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

მოგეხსენებათ, სამხრეთული ”ნაპოლი” განსაკუთრებით ვერ იტანს ”იუვეს” და შესაბამისად იგუაინის გადასვლას საშინელი საპროტესტო ტალღა მოყვა: ფეხბურთელს იუდაინი უწოდეს, მის სურათებს ნაგავში ყრიან, წვავენ და დაემუქრნენ კიდეც, აქ ნეაპოლში ჩამოსული აღარ გნახოთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები