უკვე ცნობილია ის 5 ქვეყანა, სადაც პენსიონერებს იდეალური ცხოვრება ელით. ამერიკულმა გამოცემა News & World Report– მა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც სწორედ ეს ქვეყნები გამოავლინა და დაასახელა.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები პენსიაზე გასვლის შემდეგ საცხოვრებლად სხვა ქვეყნებში გადადიან – იქ, სადაც მათ მშვიდი და კომფორტული გარემოა.
სწორედ ამიტომ, News & World Report-მა 45 წელზე უფრო ასაკის პირები გამოკითხა და სთხოვა მათ, შეეფასებინათ 80 ქვეყანაში: ცხოვრების ხელმისაწვდომობა, ხელსაყრელი საგადასახადო სისტემა, კეთილდღეობა, კლიმატი, საკუთრების უფლებისადმი დამოკიდებულება და ჯანმრთელობის დაცვის განვითარება.
საშუალო ხელფასი მსოფლიოს 5 უმდიდრეს ქვეყანაში - ციფრები, რომლებიც გაგაოცებთ
შეადარეთ თქვენი ხელფასი მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების მოსახლეობის ანაზღაურებას
შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ყველა მაჩვენებლის მიხედვით ახალი ზელანდია ლიდერობს. სწორედ ეს ქვეყანა დასახელდა საუკეთესო ქვეყნად პენსიონერებისთვის. კვლევის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ზელანდია ყველაზე უსაფრთხო ადგილია საცხოვრებლად.
რეიტნგში მეორე ადგილი დაიკავა შვეიცარიამ, ძირითადად, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს გამო. ქვეყანამ ასევე მიიღო მაღალი ნიშნები ეკონომიკური სტაბილურობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ტოპ-სამეულს ხურავს ავსტრალია, სადაც გამოკითხულები ფიქრობენ, რომ მშვენიერი პეოზაჟები და ზომიერი ზამთარია. გარდა ამისა, აქ უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა უმაღლეს დონეზეა.
პენსიონერებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ: კანადა და ესპანეთიც.