“სამბუკა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1 ევროდ სახლების გაყიდვის იდეა, ძალიან კარგია. ჩვენ ვხედავთ მთელი მსოფლიოდან დიდ ინტერესს ჩვენი ქვეყნის, ქალაქების, ხალხისა და ტრადიციების მიმართ. საერთო ჯამში სულ 60 სახლის გაყიდვაზე ვსაუბრობთ“, – ასე იწყება ინტერვიუ ერთ-ერთ ადგილობრივთან, რომელიც “ბიბისიმ” ჩაწერა.
სახლის ყიდვის მსურველებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილებაც მოუწევთ
სახლები, რომლებიც ულამაზეს ქალაქში 3 ლარად იყიდება
სამბუკა პატარა სოფელია, სადაც 5800 ადამიანი ცხოვრობს. მიმდინარე წელს ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა, მიტოვებული სახლები სიმბოლურ ფასად გაეყიდა. მყიდველთა შორის არიან ჟურნალისტები, მუსიკოსები, მსახიობები, მწერლები. მათ ძალიან მოსწონთ აქაური გარემო და ლანდშაფტი.
ახლოს სანაპირო ზოლით და გარშემო ულამაზესი მთებით. მუსომელის მერიის მიზანი 500-ამდე მიტოვებული სახლის გამოცოცხლება, მათი გარემონტება და აღდგენაა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი (იტალიური) ვებგვერდი ავრცელებს.
ყველა ვინც ამ შეთავაზებას დათანხმდება, სამი წლის განმავლობაში, ყოველთვე 700 ევროს მიიღებს.
თუ ამ იტალიურ ქალაქებში გადასახლდებით, 27 ათასს დოლარს გადაგიხდიან
რაც შეეხება სამბუკას, ის ერთ-ერთი უძველესი იტალიური სოფელია, რომელიც თავისი მხიარული ფერებით, ვიწრო ქუჩებით და სტუმართმოყვარე ხალხით ერთი ნახვით შეგიყვარდებათ.