„პრაიმშოუს“ თბილისობისადმი მიძღვნილ კონცერტზე ნინი ბადურაშვილმა „თბილისოს“ საკუთარი ვერსია შეასრულა. ლაშა ჯოხაძის მიერ შეკერილ წითელ კაბაში გამოწყობილი მომღერალი სცენაზე ბრწყინავდა.
მისმა შესრულებამ ცნობილი კომპოზიტორის, რუსუდან სებისკვერაძის განსაკუთრებული შეფასება დაიმსახურა. ვიდეოში ჩანს, როგორ უსმენს კომპოზიტორი ნინის პერფორმანსს.