LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირჩი ტაქსისტებს შმაქსისტობას სთავაზობს [ვიდეო]

469
72350140-937561553293527-3112571934806638592-o

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს, “შმაქსაობაში” ჩართვას სთავაზობს.

პარტიის წევრები დღეს წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას შეიკრიბნენ და კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება – ის დაიქირავებს „მასწავლებლებს“, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც “გირჩის”, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ.

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ავტომობილი და შმაქსაობა სურს შეუძლია მივიდეს “გირჩის” სათაო ოფისში, ბესიკის ქუჩაზე, 4 ნომერში და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოსახლეობაში საღი აზრის გავრცელების პროექტში ჩაერთოს.

“შმაქსისტები”, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში “გირჩის” მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ.

“გირჩში” ამბობენ, რომ ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგრძლივობის შესაბამისად.

 

 

“სიმბოლურ ადგილას ვართ შეკრებილი, წიწამურში, სადაც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ მოკლეს ილია ჭავჭავაძე და მასთან ერთად, მოკლეს საღი აზრი. მას შემდეგ, საქართველოში, საღი აზრის პრობლემა მწვავედ დგას.

“გირჩის” შექმნის ერთ-ერთი მიზანი კი, დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში  საღი აზრის, თავისუფლების იდეების გავრცელება იყო, რომელიც თავისი ზროვნებით და მენტალიტეტით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საბჭოთა საზოგადოებაა,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პრეზენტაციაზე.

პრეზენტაციის შემდეგ შმაქსისტებმა საავტომობილო კოლონით თბილისის ქუჩებში გადაინაცვლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები