LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სტიკერით შეფუთული ე.წ იმელის შენობა და უპრეცედენტო ლაზერ შოუ თბილისში

163

თბილისში, ლუქს-კლასის სასტუმრო ”ბილთმორ-თბილისი” 31 ივლისს გაიხსნება. პროექტი, რომელშიც ”დაბი ჯგუფმა” 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, დასასრულს უახლოვდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე სასტუმროს გახსნის ცერემონიისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ”ბილთმორ-თბილისი” გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება და მას ლაზერ-შოუთი გააფორმებენ.

”სასტუმროს გახსნის ოფიციალური ღონისძიება 31 ივლისს, 21:30 საათზე დაიწყება. ღია ცის ქვეშ გაიმართება მასშტაბური კონცერტი.  ამასთან,  უკვე მიმდინარეობს შენობის საგანგებო თეთრი სტიკერით დაფარვა, რათა  სამხრეთ კავკასიაში უპრეცედენტო ლაზერ შოუ და 3D შოუ გაიმართოს”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით,  ”ბილთმორ-თბილისის” გახსნის ღონისძიებაზე უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ელიან. ღონისძიებას მსოფლიოს  წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ.

ე.წ იმელის შენობის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებული სასტუმრო 214 ოთახიანია.

ცნობისთვის, არაბულმა „დაბი ჯგუფმა” ობიექტის („იმელის” შენობა და მიმდებარე ტერიტორია) 80%-იანი წილი “კაპიტალ ვოსტოკისგან” 2008 წლის მარტში 22 მილიონ დოლარად იყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები