შემთხვევა ინდოეთში, ტელანგანას შტატში მოხდა. როგორც გამოცემა „The Sun” იუწყება, იმისათვის რომ მაგისტრალზე ამოცოცებული ნიანგი გადაერჩინათ, მძღოლებმა გზა გადაკეტეს. ამასთან, დაუპატიჟებელი სტუმარი საკმაოდ აგრესიულადაც იქცეოდა და ბუნებრივია, გამვლელებს შეეშინდათ.
მუსონური წვიმების გამო მდინარეებში წყლის დონე გაზრდილია და ცხოველი სავალ ნაწილზე სწორედ ამის გამო მოხვდა. ნიანგი გვირაბის შესასვლელთან გაიჭედა და ავტომფლობელებს გზის გაგრძელების საშუალება აღარ ქონდათ. მძღოლებმა ადგილზე პოლიცია და შესაბამისი სამსახური გამოიძახეს და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნიანგის უსაფრთხოდ გაყვანა მოხერხდა.
სამაშველო ოპერაციას ასობით ადამიანი ესწრებოდა, გამვლელ მძღოლებთან ერთად იქვე მცხოვრები ადამიანებიც შეიკრიბნენ და ნიანგს მთელი გულით გულშემატკივრობდნენ.
სპეციალისტებმა რეპტილია წაიყვანეს, მის უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ და მდინარეში მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნეს.