LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების, რომელიც „სვეცკურად“, ზემოდან უყურებს იმ ხალხს, ვისაც სჯერა ტრადიციებისა და მრწამსის

142
adsdasdasd

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში ტრადიციებზე ისაუბრა.

“მეგობრებო, ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ეს იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ვიღაცები ამბობენ, რომ საკაშვილმა ახლა აღმოაჩინა, ახლა გაიღვიძაო – უკაცრავად, საქართველოში კონკორდატი გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როცა მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა. დიახ, მე ვარ ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, ძალიან სერიოზულ, ქართულ ძირძველ ტრადიციებზე”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის ხალხი, რომელიც დასცინის ქართულ ტრადიციებსა და მრწამსს, პუტინის საქმეს აკეთებს.

დიახ, არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების საქართველოში, რომელიც დასცინის ყველაფერ ქართულს, აბაიბურებს და რაღაც, ასე „სვეცკურად“, ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც სჯერა საკუთარი ტრადიციებისა და მრწამსის. მე ვფიქრობ, ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს, მეგობრებო,- ამბობს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი მისი ხელისუფლებასა და ხალხს შორის გაუცხოებაში კონკრეტულ ჯგუფს ადანაშაულებს.

„ჩემს დროს აღდგა ბევრი ქართული ტრადიცია, ძალიან ბევრ ქართულ ძეგლს დაუბრუნდა პირვანდელი სახე. ჩემთვის პრინციპის საკითხი იყო ბაგრატის აღდგენა. გახსოვთ, როგორ დამცინოდნენ ბაგრატის აღდგენაზე და რა ყაყანი ჰქონდათ ზუსტად იმათ ატეხილი, ვინც ახლა დასცინის ჩვენ ხალხს და ატეხილი აქვთ ერთი გნიასი. დიახ, ამ ჯგუფმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ხელისუფლება გაეუცხოებინა, დისტანცია და ნაპრალი გაეჩინა ჩვენს ხალხთან ღირებულებების გარშემო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები